Saturday 14 May 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

მეოთხე მოდულმა დამაფიქრა, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
დღეს 21-ე საუკუნე,ტექნოლოგიების საუკუნედ ითვლება,მოზარდები ციფრულ აბორიგენებად,რომლებიც ინფორმაციის მიღებას,სწავლას სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევენ,ამიტომაც თითოეული პედაგოგის წინაშე დიდი ამოცანა დგას,დაგეგმოს სწორად სასწავლო პროცესი,ისე რომ მოსწავლისთვის საინტერესო,გამოყენებადი და ახლობელი იყოს,ამაში განსაკუთრებით მასწავლებელს ეხმარება ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა.იმისათვის რომ მასწავლებელი არ დარჩეს ემიგრანტად ამ სამყაროში,მნიშვნელოვანი აქტიურად დაეუფლოს ისტ.ტექნოლოგიას ,გამოიყენოს სასწავლო პროცესში რომ გაუადვილდეს ურთიერთობა მოსწავლესთან, თუ მასწავლებელი თავად ვერ ფლობს ტექნოლოგიებს,ის ვერ მოსთხოვს მოსწავლეს შექმნასრაიმე საინტერესო,რადგან ვერ მიიტანს სათქმელს სწორად მოსწავლესთან,ის თავად აქტიურად უნდა ეუფლებოდეს ისტ.ტექნოლოგიების გამოყენებას.
ამ ტრენინგზე შევქმენით საპრეზენტაციო ნამუშევარი power point-ში,მართალია,ჩემთვის არ იყო ახალი ამ ინსტრუმენტის გამოყენება,რადგანაც  ამ ფაილის  ყველა შესაძლებლობას,მაქსიმალურად ვიყენებ სასწავლო პროცესში ჩემს მოსწავლეებთან ერთად.
მიუხედავად ამისა იყო დეტალები,რასაც გავითვალისწინებ საპრეზენტაციო ფაილების შექმნისას.

მეოთხე დღის რეფლექსია

მესამე  მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ,გავაანალიზე,რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება,ისე რომ გამოვიყენოთ სანდო წყარო და თავიდან ავიცილოთ შეუსაბამო ინფორმაცია,როგორ მოვიძიოთ თემასთან რელევანტური ინფორმაცია,როგორ  ვეძებოთ ინტერნეთში კონკრეტული ინფორმაცია და ა.შ.
ჩემთვის ამ მოდულში მნიშვნელოვანი იყო დაწვრილებით გამეაზრებინა და გამეოგო საავტორო უფლებების შესახებ. მივხვდი ,როგორ შეიძლება დაზარალდეს ავტორი თუ მის ნამუშევარს დაუდევრად ვიყენებთ ,ვქმნით რეპროდუქციებს,ასევე ინტერნეტ რესურსების მოხმარებისას მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ავტორის ვინაობა,რაც თავიდან აგვაცილებს მორიგ უსიამოვნებას,რაც უკავშირდება საჩივარს საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ჩანართის განხილვა და ზუსტად ასევე  ვასწავლი ჩემს მოსწავლეებსაც პატივ სცენ სხვის ნამუშევარს და მიუთითონ ავტორი წყაროს გამოყენებისას.
გავეცანი   როგორ უნდა იქნას გამოყენებული web2.0 ინსტრუმენტები კოლაბორაციული თანამშრომლობისათვის,რაც ვფიქრობ,მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტზე მუშაობისას

Thursday 28 April 2016

მესამე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
მეორე მოდულის განხილვამ შესაძლებლობა მომცა გამეგო,როგორ უნდა განვსაზღვრო პროექტის მიზნები სტანდარტის შესაბამისად. გავიგე როგორი უნდა იყოს მიზანი,რამდენი უნარ -ჩვევის განვითარება უნდა დავისახო მიზნად ერთი პროექტის ფარგლებში. გავიგე  თუ რა სახეის კითხვების დასმა დამეხმარება მოსწავლეები აღვძრა კვლევისაკენ,რაც საბოლოოდ პროექტის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.
 გავეცანი, ბლუმის  განახლებულ ტაქსონომიას და იმ ზმნებს,რომლებიც  პროექტის მიზნების განსაზღვრისას უნდა გამოვიყენო 
განვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები,გავაანალიზეთ თუ რამდენად უწყობს ხელს კითხვების დასმა მოსწავლეთა გააქტიურებას და ცოდნის გაღრმავების პროცესში.

Monday 11 April 2016

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
როგორც ცნობილია,პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში ფუნქციური ცოდნის გაღრმავებას,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას,ამიტომ მე ,როგორც  პედაგოგი,ვალდებული ვარ ისე დავგეგმო სასწავლო პროცესი,რომ უზრუნველვყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა.
დღევანდელ მოდულმა შესაძლებლობა მომცა გავცნობოდი,პროექტის საქაღალდის სტრუქტურას,განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი,პორტფოლიოს  ჩეკლისტის დანიშნულება,სადაც შესაბამისად განვათავსე პროექტისთვის საჭირო მასალები.